ოჯახური ძალადობა

ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა, მძიმეა კიდევ ერთი დაჭრილის მდგომარეობა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

მძიმეა 32 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც 11 იანვარს, ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ასევე მძიმეა ქალის მეგობარი კაცის მდგომარეობა, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შემთხვევის დროს არასრულწლოვნები ბინაში არ იმყოფებოდნენ.

მკვლელობის მცდელობა თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა, დახმარების თხოვნით კი, დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახში ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს აღიარებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პრეზიდენტი: 2018 წელს გილოცავთ დარბაზიდან, სადაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოცხადდა

კომენტარები