გლდანში, გაქცეული პირის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი გაიქცა.
გაქცეული ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ითვალისწინებს.





