NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 73%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კითხვაზე "ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში?", საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა მხოლოდ 26%-მა უპასუხა სწორად, 14%-მა არასწორად, 59%-მა კი პასუხად "არ ვიცი" მონიშნა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელიც თბილისში ცხოვრობს, 90%-მა (73% "არ ვიცი", 17% "არასწორი პასუხი") არ იცის, ვინ არის მისი წარმომადგენელი პარლამენტში და კითხვაზე სწორად მხოლოდ 10% პასუხობს. 

კვლევის მიხედვით, პატარა ქალაქებსა და სოფლებში უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვინც იცის, ვინ წარმოადგენს პარლამენტში.

 



NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები