NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულ კაცთა 71% სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერდა

quickanddirtytips.com

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის შემოღებას. რესპონდენტებს სექსუალური შევიწროების განმარტებაც წაუკითხეს. გამოკითხულთა 14% არ დაუჭერდა მხარს მსგავსი სახის კანონპროექტს, ხოლო 8%-მა - არ იცის.

ამასთან, გამოკითხულ კაცთა 71% დაუჭერდა მხარს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს, ხოლო გამოკითხულ ქალთა - 83%.

კანონპროექტს ყველაზე მეტი გამოკითხული პატარა ქალაქებში (89%) ემხრობა, ხოლო ყველაზე ნაკლები - უმცირესობათა დასახლებებში (48%). ასაკობრივად კი, 18-35 წლამდე ახალგაზრდების 81% უჭერს მხარს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს, 36-55 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის - 76%, ხოლო 56 წელზე ზემოთ გამოკითხულების - 75%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები