NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ოცნება" - 27%, ენმ - 10%, ევროპ.საქართველო - 3%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 10% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 3% - ევროპულ საქართველოს. 24% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 15%-მა არ იცის, ხოლო 13% - პასუხზე უარს ამბობს. ამასთან, სხვა პარტიების (რომელიც რესპონდენტთა 3%-ზე ნაკლებმა დაასახელა) მონაცემი მთლიანი გამოკითხულების 7%-ია.

რაც შეეხება მეორე არჩევანს, გამოკითხულთა 1% ასახელებს ქართულ ოცნებას, 2% - ენმ-ს და 4% - ევროპულ საქართველოს.

რაც შეეხება კითხვას, "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს", 31% ასახელებს "ქართულ ოცნებას", 10% - ენმ-ს, 4% - ევროპულ საქართველოს, 3% - პატრიოტთა ალიანსს. გამოკითხულთა 30%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები