NDI-ის კვლევა

NDI: 62% მხარს უჭერს გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით თამაშს

Paul Meima

NDI-ის კვლევის მიხედვით, მათი 62%, ვისაც გურამ კაშიას შესახებ სმენია, მხარს უჭერს გურამ კაშიას მიერ ცისარტყელას ფერების სამკლავურის გაკეთებას ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად.

ორგანიზაციის ცნობით, თავის მხრივ, გურამ კაშიას ირგვლიც განვითარებული მოვლენების შესახებ გამოკითხულთა 52%-ს სმენია.

76%-ს ფეხბურთელის ეს ქმედება არ მოეწონა, თუმცა თვლის, რომ ფეხბურთელს აქვს აზრის გამოხატვის უფლება. 

ინფორმირებულთა 47%-სთვის კი კაშიას ეს ქმედება მიუღებელია. 

ამავე კვლევის მიხედვით, კაშიას ქმედების მხარდამჭერთა ასაკი უმეტესად 18-დან 35 წლამდე მერყეობს - ფეხბურთელის მიერ ლგბტ ადამიანებისთვის გამოხატული მხარდაჭერა ამ ასაკობრივი ზღვრის 41%-სთვის არის მისაღები. 

ვიტესის კაპიტანს მხარს 36-55 წლის ასაკის ადამიანთა 24%, 56+ ასაკის კი - 28% უჭერს მხარს. 


ფოტო: NDI

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის 15 ოქტომბერს გამართულ მატჩში ჰერაკლესის არნემის წინააღმდეგ ვიტესის მცველმა გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. მის ამ ქმედებას გულშემატკივართა ნაწილის აგრესია, შემდეგ კი სხვა ფეხბურთელების, ასევე პოლიტიკოსების მხარდაჭერა მოჰყვა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები