კრიმინალი

ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებული ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გამოუშვეს

flickr

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. ოჯახის წევრების თქმით, მას უტყუარი ალიბი ჰქონდა - მკვლელობის დროს ის ბანკში იმყოფებოდა. ჭანტურიას და ამბობს, რომ გიორგი ჭანტურიას სამსონ ქუთათელაძესთან არც საქმიანი და არც პირადი ურთიერთობა არ აკავშირებდა. მარიამ ჭანტურიასვე თქმით, მის ძმას რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის წილი 2012 წლამდე ჰქონდა, შემდეგ კი ჩამოართვეს, რაზეც გამოძიებას მიმართეს. 

„ამჟამად „სტამბოლის ბაზართან“ ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ 2012 წელს საჩივრით მივმართეთ წილების დასაბრუნებლად და დავა გრძელდება, საქმეს პროკურატურა იძიებს. ჩვენ ამჟამად ურთიერთობა არ გვქონია სამსონ ქუთათელაძესთან. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არსებობდა გარკვეული დავა მეწილეებს შორის, თუმცა ჩვენ მხარეებს არ ვიცნობთ. როგორც ვიცით, ქონებრივი განხეთქილებაა“, - თქვა მარიამ ჭანტურიამ. 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე  15 იანვარს მოკლეს. ცხედარი მისსავე კაბინეტში იპოვეს. ქუთათელაძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

კომენტარები