ოჯახში ძალადობა

ცოლის და სიდედრის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რუსთავში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, 1980 წელს დაბადებულმა გ.ტ-მ 4 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ხ.მ.-ს და სიდედრს - 1967 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს.

"დაზარალებულმა ხ.მ.-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე, დადგინდა, რომ გ.ტ.-მ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა" - აცხადებს შსს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები