ვიზალიბერალიზაცია

ნატალი საბანაძე უვიზო მიმოსვლაზე: უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს

ნატალია საბანაძე
mfa.gov.ge

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე შეხვედრას, რომელიც ევროპულ საბჭოში ხვალ უნდა გაიმართოს, "გეგმიურს" უწოდებს. მისი თქმით, "ამაში არაფერი ექსტრაორდინალური არ არის". საბანიძე ეხმაურება რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილოა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობით და "სამშაბათს, შეჩერების მექანიზმს განიხილავენ". 

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება.

"ეს ფაქტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები, არ გადააცილონ ამ 3 თვეს.

რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას, აქ დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი საქართველოდან. ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად ნეგატიური პასუხით სრულდება. ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია" - ამბობს ნატალი საბანაძე.

კომენტარები