ჰიუ მასაკელა

ლეგენდარული ჯაზ მუსიკოსი, ჰიუ მასაკელა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC

ლეგენდარული ჯაზ მუსიკოსი, სამხრეთ აფრიკის ჯაზის მამად წოდებული ჰიუ მასაკელა​​ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გავრცელებულ განცხადებაში ოჯახი აღნიშნავს, რომ ის იოჰანესბურგში მშვიდად გარდაიცვალა "პროსტატის კიბოსთან ხანგრძლივი და მამაცური ბრძოლის შემდეგ".

ჰიუ მასაკელამ მსოფლიო აღიარება თავის გამორჩეული აფრო-ჯაზის ჟღერადობით და ანტი აპარტეიდული მოძრაობის ლიდერობით მოიპოვა. 

მასაკელა 1939 წელს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მას საყვირზე დაკვრის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 1950 წელს ნახა, როგორ ასრულებდა სიმღერას Bix Beiderbecke კირკ დაგლასი ფილმში Young Man with a Horn.

1960 წელს, 21 წლის ასაკში, ჰიუ მასაკელამ დატოვა სამხრეთ აფრიკა და დაწყო მისი 30 წლიანი დევნილობა დაბადების ადგილიდან.  

მისი მასწავლებლები დიზი გულესპეის და ლუი არმსტრონგი იყვნენ. მათი მეურვეობის შედეგად, მასაკელამ შეძლო თავისი უნიკალური სტილის ჩამოყალიბება. 

მასაკელა სამხრეთ აფრიკაში 1990 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ნელსონ მანდელა 27 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლება. მანდელას გათავისუფლების მოთხოვნით მასაკელამ1986 წელს ჰიმნიც დაწერა, "დააბრუნეთ ნელსონ მანდელა". 

2010 წელს მასაკელამ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის განხსაშიც მიიღო მონაწილეობა

კომენტარები