ნარკოპოლიტიკა

თეთრი ხმაურის მოძრაობამ 25 იანვარს, კანცელარიის წინ აქცია დააანონსა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთან დაკავშირებით, თეთრი ხმაურის მოძრაობამ, 25 იანვარს 17:00-ზე მთავრობის კანცელარიის წინ აქცია დაანონსა.

ამის შესახებ თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრმა, ნაჯა ორაშვილმა იმედის ეთერში ისაუბრა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის სახელით, ვაცხადებთ რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით და ამიტომ მოვითხოვთ, გიორგი გიორგანაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან, გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი და საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში გადავიდეს. ასევე, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები, უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული, ფაშისტური ნარკოპოლიტიკა. სწორედ ეს იქნება აქციის მთავარი მოთხოვნები, რომელიც გაიმართება 25 იანვარს, კანცელარიის წინ 17:00-ზე.ეს იქნება აქცია "ყველა ერთისთვის". ჩვენ აუცილებლად ყველა უნდა გამოვიდეთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სისტემის მიერაა გაწირული" - თქვა ნაჯა ორაშვილმა. 

კომენტარები