ურსულა ლე გუინი

ამერიკელი მწერალი ურსულა ლე გუინი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: The Guardian

ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი, ამერიკელი ურსულა კრებერ ლე გუინი 88 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდში გარდაიცვალა.

ლე გუინი მრავალი რომანის, მოთხრობის, საბავშვო წიგნის და ლექსის ავტორია. მას მიღებული აქვს ჰიუგოს და ნებულას ჯილდოები 1969 წლის წიგნისათვის "წყვდიადის მარცხენა ხელი". განსაკუთრებული პოპულარობა მას ზღვამიწეთის ციკლის წიგნებმა მოუტანა.

მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ცნობილი მწერლები გამოეხმაურნენ.

"ურსულა ლეგუინი, ერთ-ერთი უდიდესებს შორის, გარდაიცვალა. არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი; სალიტერატურო ხატი." დაწერა სტივენ კინგმა

"ახლახანს გავიგე რომ ურსულა ლე გუინი გარდაიცვალა. მისი სიტყვები ყოველთვის ჩვენთანაა. მათი ნაწილი ჩემს სულში წერია. მენატრება ის როგორც ბრწყინვალე იუმორის ადამიანი და მენატრება ის როგორც ყველაზე ღრმა და ჭკვიანი მწერალი." დაწერა ნილ გეიმანმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები