ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სახლში თუ ვერ დაეტევა, უწყება ახალ შენობას აიშენებს

flickr.com

ეკონომიკის სამინისტრომ შესაძლოა, ახალი შენობა აიშენოს, ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. სამინისტრო ახლა ნაქირავები ოფისიდან იუსტიციის სახლში გადადის. სამინისტრო იმ ფლიგელს დაიკავებს, სადაც წარსულში ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული. თუ უწყება იუსტიციის სახლში ვერ დაეტევა, მისთვის შესაძლოა ახალი ოფისი აშენდეს.

"თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყგვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების. მიწა არის მოძებნილი, პროექტი გაკეთებულია. ჩვენ განვიხილავთ და ალბათ ამ კვირაში დავასრულებთ უკვე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არ ავხერხებთ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისულფებულ შენობებში რომ განვათავსოთ გაერთიანებული სამინისტრო, იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდგვარად რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება", - ამბობს ვიცეპრემიერი.

სამინისტრო 2016-2017 წლებში ოფისს ჭოველიძის 10-ში მდებარე შენობაში ქირაობდა. ქირაში ბიუჯეტი ყოველწლიურად $900,000-ს იხდიდა.

ჭოველიძის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრო მას შემდეგ გადავიდა, რაც უწყების წინა ოფისის პრივატიზება მოხდა. ჭანტურიას 12-ში მდებარე შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" $9.5 მილიონ დოლარად შეიძინა, ადგილზე მაღალი დონის სასტუმროს მოწყობაა დაგეგმილი.

კომენტარები