ფინანსები

ტერაბანკი: ბანკის ყოფილი მეანაბრე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

ტერაბანკი მის ყოფილ მეანაბრეს ცილისწამებაში ადანაშაულებს, ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა, რომ ბანკს მეანაბრეს ქონება არ მიუთვისებია.

„ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობებთ,  რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში ცალსახად დადასტურდა, რომ მოსარჩელეები მიზანმიმართულად აკეთებდნენ მცდარ განცხადებებს  და რომ ბანკს არ მიუთვისებია მისი ყოფილი კლიენტის ანაბარი, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებდა სარჩელში და სხვადასხვა საჯარო გამოსვლაში.  ასევე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ რომ სასამართლომ  მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი -  დაახლოებით 20% დააკმაყოფილა. თუმცა ბანკი ამ თანხასაც არ ეთანხმება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე აპირებს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში. 

მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეისწავლა და სამართლებრივი შეფასება არ მისცა ბანკის მიერ წარდგენილ უდავო მტკიცებულებებს, რითიც დასტურდება ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ყოფილი მეანაბრის შეთანხმებული მოქმედებები.

რაც შეეხება ბრალდებებს კონფიდენციალობის დარღვევასთან დაკავშირებით, ბანკმა გაასაჯაროა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც წარდგენილი იყო სასამართლოზე და შესაბამისად იყო საჯარო. ამასთანავე ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელი იყო ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად,"- წერია განცხადებაში

ბანკი აგრძელებს დავას მოსარჩელესთან, მასა და ბანკის თანამშრომელს შორის არსებული გარიგების შედეგად ბანკისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. 

კომენტარები