ტრანსფობია

ომბუდსმენი ტრანსგენდერი ქალის ცემაზე: ფაქტს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია

ტაბულა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ტრანსგენდერი ქალის მირანდა ფაღავას ცემის ფაქტს "შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს" და ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისროს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი ცემის ფაქტს სწავლობს.

"შს სამინისტროსგან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ზოგადად, პრობლემატურია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კვალიფიკაცია. გამოძიების პროცესში, ხშირად არ ხდება სიძულვილის მოტივის დადგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა, როგორც წესი, არის, რომ მიეცეს ფაქტს სათანადო შეფასება და შესაბამისი კვალიფიკაცია.

სისტემურად არის ასეთი ტიპის ფაქტების გამოძიების პრობლემა, იჭიმება ხოლმე დროში, არ არის ხოლმე სათანადო კვალიფიკაცია, ან გამოძიება არის ხოლმე დაუსრულებელი. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ფაქტს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია, დროულად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე და ჩართული პირი და მოხდეს ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება"- განაცხადა ლომჯარიამ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

28 იანვრის გამთენიისას, ტრანსგენდერ ქალს მირანდა ფაღავას ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს უცხო მამაკაცი დაესხა და სცემა. შსს-მ მომხდარზე გამოიძება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები