ლორა ტორნტონი

ლორა ტორნტონი: ჩემი პირადი აზრისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ

ტაბულა

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა ტორნტონი ამბობს, რომ ფეისბუქით გამოხატული პოზიციისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ", - უთხრა ლორა ტორნტონმა ტელეკომპანია იმედს. 

კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, ტორნტონის განცხადება წყალს საქართველოს და აშშ-ის მტრების წისქვილზე ასხამს. მეზურნიშვილმა თავდაპირველად თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი პოზიცია იყო, თუმცა მოგვიანებით მისი ეს აზრი ქართული ოცნების სხვა წევრებმაც გაიზიარეს. 

საქმე ლორა ტორნტონის ფეისბუქის პოსტს ეხება. რამდენიმე დღის წინ მან დაწერა: 

"გუშინ ღამით "იმედის" ჟურნალისტმა მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!". 

კომენტარები