დანაშაულის სტატისტიკა

შსს: ნარკოდანაშაული 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 12,55%-ია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 4 762 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 4 387 გაიხსნა (92.13%);

უწყების სტატისტიკით, ნარკოტიკული დანაშაული 2017 წელს სულ რეგისტრირებული დანაშაულის 12.55%-ია 

უწყების ცნობით, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ან გასაღების (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე) მუხლით 2 327 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 2 063 (88.65%) გაიხსნა.

ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის მუხლით (სსკ-ის 265-ე)  დარეგისტრირდა 128 შემთხვევა, გაიხსნა 121 (94.53%);

რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარების მუხლებს (სსკ-ის 273-ე, 273/1) 2017 წელს დარეგისტრირდა 1 998 შემთხვევა, საიდანაც უწყების ცნობით, გაიხსნა 1 941 (97.15%)

შსს-ის მონაცემების მიხედვით, ეს კლების ტენდენციაა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის ყველა მუხლს (სსკ-ის 260-274-ე) ეხება, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასაც (273-ე და 273/1 მუხლები) - უწყება აცხადებს, რომ 2016 წელს 5196 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 8.35%-ით ნაკლებია. 

დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა.. 

კომენტარები