ახმეტელის რეაბილიტაციაც "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა ის "დამბას" ქვეკონტრაქტორი იყო

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

მეტრო ახმეტელის რეაბილიტაციაც ჩაატარა იმ კომპანიამ რომლის მიერ რეაბილიტირებულ მეტრო ვარკეთილშიც ჭერი ჩამოინგრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ "ყვარელრემმშენს" აღნიშნულ ტენდერში არ გაუმარჯვია, მეტიც მერიამ ფინანსური შეუსაბამობის გამო ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაციაც კი მოახდინა და ხელშეკრულება კომპანია "დამბას" გაუფორმა, თუმცა თავად "დამბამ" ახმეტელის რეაბილიტაცია კომპანია "ყვარელრემმშენს" დაუკვეთა და ის ქვეკონტრაქტორად გააფორმა. 

შესაბამისად, მეტრო ახმეტელიც რეალურად "ყვარელრემმშენის" გარემონტებულია. "ყვარელრემმშენს" მიღება-ჩაბარების აქტი გაუფორმა კომპანია "დამბამ", თავად "დამბამ" კი მიღება-ჩაბარების აქტი გაუფორმა პროექტის დამკვეთს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" რეაბილიტაცია ვარკეთილის პარალელურად მიმდინარეობდა. მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წელს დადო. ხელშეკრულების ღირებულება 523 214 ლარი და 83 თეთრია. 

კომპანია "ყვარელრემმშენის" წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს. კომპანიის წარმომადგენლები დაკითხვაზე დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებიან. 

ვარკეთილის ახალგარემონტებულ მეტროსადგრუში ჭერი დრეს დილით ჩამოინგრა. შედეგეად 14 ადამიანი დაშავდა. მეტრო-სადგური 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და ის სწორედ "ყვარელრემმშენმა" გაარემონტა.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტრო ახმეტელი "ყვარელრემმშენის" მიერ გარემონტებული არ იყო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დამატებითი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ყვარელრემმშენი" ქვეკონტრაქტორად გააფორმა.

კომენტარები