CRRC: გამოკითხულთა 40%-სთვის ქვეყნის მთავარი მტერი რუსეთია, 27%-მა არ იცის

პუტინის მხარდასაჭერი აქცია წითელ მოედანზე
მაქსიმ შემეტოვი / REUTERS

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) გამოკითხვის მიხედვით, 40%-სთვის საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია.

შემდეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი" - 27%. 3-3%-ს ქვეყნის მთავარ მტრად ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი მიაჩნიათ, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ არც ერთი ჩამოთვლილი ქვეყანა საქართველოს მტერი არ არის.

1% ქვეყნის მტრად ყველა ქვეყანას ასახელებს, ხოლო 4% ამ კითხვას არ პასუხობს.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, გამოკითხული მოსახლეობის აზრი ასეთია:

  • აშშ - 25%
  • აზერბაიჯანი -7%
  • უკრაინა- 7%
  • თურქეთი - 6%
  • რუსეთი - 6%
  • სომხეთი - 2%
  • სხვა - 5%
  • არცერთი - 17%
  • არ ვიცი - 24%
  • უარი პასუხზე- 2%

CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევის, "კავკასიის ბარომეტრის"საველე სამუშაოები 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა 2379 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები