ქართული მარში

ქართული მარში ე.წ სახალხო პატრულს ქმნის - "დამთავრდება უცხოტომელების თავგასულობა"

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სიძლვილის ენით გამორჩეული ე.წ ქართული მარში აცხადებს, რომ ე.წ სახალხო პატრულს შექმნის. 

ფეისბუქის გვერდზე "წინააღმდეგობა/Resistance" გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ "სახალხო პატრული" ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით დაკომპლექტდება და ისინი აღმაშენებლისა და კოტე აფხაზის ქუჩებზე იპატრულირებენ

"ქართული მარში" სულ მალე ჩამოაყალიბებს "სახალხო პატრულის" ანალოგს თბილისში. "სახალხო პატრული" დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით. ისინი იპატრულირებენ აღმაშენებლის გამზირზე და ლესელიძეზე. მიგრანტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ისინი აღკვეთენ ფაქტს. აღმაშენებელს და ლესელიძეს სრულად გააკონტროლებს "სახალხო პატრული"! დამთავრდება უცხოტომელების თავგასულობა თბილისში!!!", - აცხადებს "ქართული მარში". 

ისინი ფეისბუქზე ვიდეოსაც აქვეყნებენ, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება ახალგაზრდების ჯგუფი ფიზიკურად სხვა ადამიანებს. აღწერაში ნათქვამია, რომ ვიდეო ასახავს "სახალხო პატრულის" "მუშაობას" საფრანგეთში, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები მიგრანტებს უსწორდებიან.

ვიდეოს 51 ათასზე მეტი ნახვა და 800-ზე მეტი გაზიარება აქვს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ კომენტარს უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლ მაკარტნი Carpool Karaoke-ში სტუმრად [video]

კომენტარები