პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერი: EU ქართული საწარმოების სერტიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს

0 კომენტარი
ფოტო: გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერტიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთვარობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

„ჩვენ შევთავაზეთ, განვიხილოთ თითოეული ცალკეული საწარმოს სერტიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა მანამ, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს საჩვენებელი და მათ ასევე შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომლებიც შეგვაძლებინებს, ჩვენს მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე უმოკლეს პერიოდში გასვლის საშუალება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და იმედი მაქვს, ამ პროცედურებს მალე და წარმატებით დავასრულებთ." - თქვა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. კვირიკაშვილი ქართული დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები