ავტომობილს, რომელმაც 1955, 1956 და 1957 წელს ლე მანის გრანპრი მოიგო Jaguar-ი თავიდან გამოუშვებს. ბრიტანული ავტომწარმოებელი სულ 25 მოდელს დაამზადებს, მათი ფასი დაახლოებით $1.4 მილიონი იქნება.
D-Type ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო მოდელია, 2016 წელს ჩატარებულ აუქციონზე 1995 წელს გამოშვებული ავტომობილში მყიდველმა $22 მილიონი გადაიხადა.
ახალი ავტომობილების წარმოებისთვის გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის ტექნოლოგიები და მასალები, რომლებიც გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში არსებობდა.
2008 წელს Jaguar და Land Rover-ი ინდურმა გიგანტმა Tata ჯგუფმა შეიძინა.
აღნიშნული სერიის პირველ ავტომობილს Jaguar-ი დღეს წარადგენს.