რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა - მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა მარშრუტს.