აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლი ორი დღით გაათავისუფლეს

ლეილა მუსტაფაევა

აფგან მუხთარლი ციხიდან 2 დღით, დაღუპული დის, დისშვილების და ძმისშვილის ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს. 

ინფორმაცია და ფოტო მისმა ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ ფეისბუქით გაავრცელა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები 31 დეკემბერს იპოვეს. ცხედრები ზაქათალაში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. 

მოგვიანებით მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები