თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა

Facebook/ თსუ ბიბლიოთეკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა. საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. იდეა რუსული იმპერიალიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის ერთერთი შემადგენელი ნაწილი იყო. 

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა პირველი ქართული უნივერსიტეტისთვის მზადება დაიწყო. 

1917 წლის 12 მაისს პეტრე მელიქიშვილის პეტრე მელიქიშვილის სახლში უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებლები პირველად შეიკრიბნენ. სწორედ ამ დღეს დაარსდა "ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის" საზოგადოება, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებაში. 

უნივერსიტეტში სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება პრესაში 1917 წლის დეკემბერში გაჩნდა. თავიდან მხოლოდ ერთი - სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი დაარსდა, რომელიც ჰუმანიტარულ დარგებს, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას აერთიანებდა. პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გაიხსნა. 

პირველი რექტორი, ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი გახდა. 

უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი და გრიგოლ წერეთელი. 

კომენტარები