Bitfury

​​Bitfury-იმ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა

youtube.com

​რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ​Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე ბიტკოინ დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია. 

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, გარიგება აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ისახავს მიზნად:

"გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე", - განაცხადა ვავილოვმა. 

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. ცენტრი თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს და ის ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 2.5%-ს წვავს. საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ის წარმოებული მიკროჩიპებით არის აღჭურვილი.

Chong Sing Holdings IT ფინანსური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელეს სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები  ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 0.94 ჰონგ-კონგის დოლარი ღირს.

კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება. 

ვებგვერდ crunchbase-ის მონაცემებით, Chong Sing Holdings-ი წარსულში ბიტფიურის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი იყო.

კომენტარები