კახა კალაძე

კახა კალაძემ თავშესაფრიდან მეტისის ლეკვი წამოიყვანა

თბილისის მერია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარი დაათვალიერა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კალაძემ თავშესაფრიდან მეტისის ლეკვი წამოიყვანა. კალაძის თქმით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო. გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოდგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს." - თქვა კალაძემ.

კომენტარები