სომხეთი

ერევნის მერიაში გამართულ სხდომაზე ოპონენტებმა ქალ დეპუტატს სცემეს (ვიდეო)

0 კომენტარი
ფოტო: news.am

სომხეთში, ერევნის მერიაში გამართულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე ქალ დეპუტატს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

NEWS.AM-ის ინფორმაციით, პარტია "გარგრის ქვეყანის" წევრებმა სხდომაზე კონტეინერებით საკანალიზაციო წყალი მიიტანეს, რომლის გამოც, მათი თქმით ერევანის რაიონ ნუბარაშენში აუტანელი სუნი დგას.

ფრაქციის წევრმა, მარინა ხაჩატრიანმა სცადა აღნიშნული კონტეინერი ერევნის მერისთვის, ტარონ მარკარიანისთვის გადაეცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კი ამაში ხელი შეუშალეს. შედეგად, წყალი დაიღვარა მერის მაგიდასთან, რის გამოც, მას ადგილის დატოვება მოუხდა და შესვენება გამოცხადდა.

ამის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა "გარგრის ქვეყნის" წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. მარინა ხაჩატრიანს ოპონენტმა დეპუტატებმა რამდენჯერმე დაარტყეს.

უხუცესთა საბჭოს სხდომა შეწყდა. დარბაზში პოლიცია შევიდა, რომელმაც "გარგრის ქვეყნის" წარმომადგენლები გაიყვანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნადირაშვილი: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი სულხან ზუმბურიძეა, მან 341,700 ლარი აიღო

კომენტარები