ჯანმრთელობა

რატომ გიჩვენებთ ხანდახან სასწორი წონის მოულოდნელ მატებას

0 კომენტარი

ხანდახან თავს მსუბუქად და კარგად გრძნობთ, მეორე დღეს კი სასწორი გიჩვენებთ, რომ სამი კილოთი მეტი ხართ.

რა ხდება ამ დროს? შესაძლებელია, რომ ერთ დღეში წონაში მართლაც მოიმატოთ?

სინამდვილეში, სასწორმა განსხვავებული წონა შეიძლება სულ სხვა მიზეზების გამო გიჩვენოთ და ეს რეალური წონის მატებას სულაც არ ნიშნავდეს. ციფრები, რომელსაც სასწორზე ხედავთ, არ ითვალისწინებს კუნთის მასის ზრდას, ორგანიზმის მიერ სითხის შეკავებას, ჰორმონებსა და მენსტრუალურ ციკლს. მათ შორის ამიტომაც, ზოგიერთი დიეტოლოგი ირწმუნება, რომ ყოველდღე სასწორზე დადგომა ცუდი იდეაა. ამან შეიძლება შფოთვა, სტრესი, ობსესია და თვითშეფასების წონაზე დამოკიდებულება გამოიწვიოს. ამის გაკეთება კვირაში ერთხელაც სრულიად საკმარისია.

მაშ ასე, რა ახსნა შეიძლება ქონდეს მოულოდნელად წონის მატებას (ან კლებას):

1.კუნთის მასა გაიზარდა

თუ თქვენ ვარჯიშობთ და გრძნობთ, რომ იმავე წონის ან უფრო გამხდარი ხართ, სასწორი კი რამდენიმე კილოგრამის მომატებას გაუწყებთ, შესაძლოა, ეს კუნთის მასის მატების ბრალი იყოს. ერთი კილოგრამი კუნთი და ერთი კილოგრამი ცხიმი ერთი და იგივეს იწონის, მაგრამ კუნთი გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე იმავე წონის ცხიმი. ამრიგად, სხეულის განსხვავებული კომპოზიციის გამო, შეიძლება უფრო გამხდარი ჩანდეთ, ვიდრე იმავე წონის სხვა ადამიანი. თუ თქვენ რეგულარულად ვარჯიშობთ, სასწორმა შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შეგიქმნათ.

ფოტო: JOHN FEDELE

2. მენსტრუალური ციკლი გაქვთ

ამ დროს, ჰორმონების ცვლილების კვლადაკვალ, ქალის სხეულის წონა მერყეობს. მენსტრუალური ციკლი ორგანიზმში სითხის შეკავებას და შესაბამისად, წონის ზრდას იწვევს, ზოგ შემთხვევაში, მთელი 4 კილოგრამითაც კი. ამრიგად, ამ დროს სასწორის მაჩვენებელი შესაძლოა სულაც არ ასახავდეს თქვენს რეალურ წონას.

ფოტო: GETTY IMAGES

3. ესესაა სითხე მიიღეთ ან ჭამეთ

ერთი ლიტრი წყალი დალიეთ? ეს თქვენს წონაზე პირდაპირპროპორციულად აისახება, ისევე, როგორც საჭმელი, რომელიც ახლახანს მიიღეთ.

4. მძიმე ტანსაცმელი გაცვიათ

თუ ორი დღის წინ შიშველმა აიწონეთ, ახლა კი ზამთრის ფეხსაცმლით, ეს აუცილებლად აისახება სასწორზე. უმჯობესია დილით, აბაზანაში შესვლის შემდეგ, შიშველმა აიწონოთ.

5. ბევრ მარილს იღებთ

თუ თქვენი რაციონი მარილიანი საკვებისგან შედგება, ამან შეიძლება წყლის შეკავება და შესაბამისად, წონის მაჩვენებლის მატება გამოიწვიოს.

ფოტო: TOMML

6. ეს ესაა ივარჯიშეთ და გაოფლიანდით

ამის შემდეგ სასწორმა შესაძლოა რეალურ წონაზე ნაკლები გიჩვენოთ, რაც ოფლის გამოყოფის შედეგად სითხის დაკარგვითაა გამოწვეული და არა უშუალოდ ცხიმის დაწვით.

ფოტო: ZOONAR RF

*მასალა მომზადებულია huffingtonpost-ის სტატიის მიხედვით

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები