თსუ-მ ტვ იმედს საიუბილეო კლიპის განთავსებისთვის 66 ათას ლარზე მეტი გადაუხადა

ტაბულა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტელეკომპანია იმედს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეკლამის განთავსებისთვის 66 ათას ლარზე მეტი გადაუხადა. 

ამის შესახებ თსუ-სა და ტელეიმედს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია. დოკუმენტი 2018 წლის 7 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულებით სატელევიზიო კამპანიის პერიოდად 8-17 თებერვალი განისაზღვრა. 

კლიპის ქრონომეტრაჟი, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში ჯერ კიდევ ტრიალებს, 55 წამია. 

კომენტარები