მედიცინა

ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვეგანობა კიბოს კურნავს, ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა

Independent.co.uk

იუთუბის ვარსკვლავი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვეგანობა სიმსივნეს კურნავს, ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა.

მარი ლოპესი, თავის დისშვილთან, ლიზ ჯონსონთან ერთად ვიდეოებს წერდა და შემდეგ იუთუბზე დებდა. ისინი ვიდეოებს ვეგანობასა და ღმერთის რწმენაზე იღებდნენ, ამასთან ერთად განიხილავდნენ როგორ უმკურნალებდა მარი ლოპესი კიბოს ვეგანობითა და ღმერთით.

ერთ-ერთ ვიდეოში მარი ლოპესი ამბობდა, რომ ის არ მიყვება ექიმის დანიშნულ სამკურნალო კურსებს.

"ეს ჩემი არჩევანია, მე კარგად ვიყავი და არ მოვმკვდარვარ, არც საავადმყოფოში წასვლა დამჭირვებია. ვაპირებ გავაგრძელო ნატურალურად მკურნალობა. მე კარგად ვარ, განკურნებულად ვგრძნობ თავს." - ამბობდა მარი ლოპესი ერთ-ერთ ვიდეოში.

როდესაც მარი ლოპესი ცუდად გახდა, მან დისშვილს [ლიზ ჯონსონს] სთხოვა, რომ იუთუბიდან ყველა ვიდეო წაეშალათ, რომელიც ვეგანობით კიბოს მკურნალობას შეეხებოდა. ჯონსონმა ეს არ გააკეთა, რადგან მას კვლავ სჯერა მკურნალობის ამ მეთოდის.

კომენტარები