KFC

ბრიტანეთში რამდენიმე დღით KFC-ის ასობით რესტორანი დაიხურა, რადგან ქათამი გაუთავდათ

KFC.com

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღით KFC-ის ასობით რესტორანი დაიხურა, რადგან ქათამი გაუთავდათ.

ფაქტს დიდი გამოხმაურება და ხუმრობები მოყვა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც KFC-იმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"ქათმის რესტორანი ქათმის გარეშე, არ არის იდეალური. დიდი ბოდიში ჩვენს მომხმარებელს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩვენ გამო ბევრი იმგზავრა. დაუსრულებელი მადლობები KFC-ის თანამშრომელებსა და პარტნიორებს, რადგან ისინი დაუღალავად მუშაობდნენ სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ჯოჯოხეთური კვირა იყო, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ყოველდღე ახალი ქათამი შემოგვაქვს რესტორნებში. მადლობა, რომ ჩვენთან ხართ." - წერს KFC.

კომენტარები