რუსული ოკუპაცია

20% of my country is occupied by Russia - პასპორტის ყდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

0 კომენტარი
ფოტო: giovannimorra.com

20% of my country is occupied by Russia - ამ წარწერით აქსესუარების კომპანიამ, Giovanni Morra-მ ახალი პასპორტის ჩასადები დაამზადა.

"როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია.

მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა. 

სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და ხეტიალის ისტორიები "ხმების შეგროვებითა" და შემდეგ მათი გავრცელებით იქმნება. საქართველოშიც "ხმების შემგროვებლობამ" მომიყვანა. მაშინ, როდესაც ხმა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანია, მსურს მისი გავრცელების შესაძლებლობა სხვებსაც მივცე.

მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში", - წერს Giovanni Morra.

კომპანიის ინფორმაციით, საპასპორტე საქართველოში, ხელოვნური ტყავისგან არის დამზადებული. მისი სიგრძე სიგრძე: 13.5 სანტიმეტრია, სიგანე კი 19.5 სანტიმეტრი. საპასპორტეს 3 ბარათის ჩასადები აქვს და მისი ფასი 30 ლარია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები