ფსიქიკური ჯანმრთელობა

ღირსების შემლახავი გარემო სურამის ე.წ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

0 კომენტარი

სურამის ე.წ ფსიქიატრიული საავადმყოფო ინსტიტუციაა, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არიან განთავსებულები, თუმცა აქ პირობები გაუსაძლისია. 

დაწესებულება 5 მარტს სახალხო დამცველმაც მოინახულა და დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ეს პირობები პაციენტებს გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. 

სახალხო დამცველის შეფასებით, „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

"სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა", - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები