კრიმინალი

ვერაზე მამაკაცი მოკლეს

ტვ პირველი

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური და სროლის ხმა გაიგეს, გარეთ გასულებმა კი მამაკაცი მოკლული ნახეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული, მას ტყვია თავში აქვს ნასროლი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ტაბულას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ ინფორმაციას რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.

კომენტარები