მკვლელობა ტატიშვილის ქუჩაზე

შსს: გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გავხსენით

ტვ პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა. 

"ჩატარებული აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული  გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით,  ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ  გ.რ.-ს,  მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან  გასროლით  სხეულზე სასიკვდილო  ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო." - განაცხადეს შსს-ში გამართლ ბრიფინგზე.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ტატიშვილზე მოკლული პირი წარსულში ე.წ კანონიერი ქურდი გოგი ხატოევია. ტაბულას წყაროს ინფორმაციით, მას გვარი სავარაუდოდ შეცვლილი ჰქონდა და ოფიციალური საბუთების მიხედვით რატიანი იყო. 

კომენტარები