ნარკოტიკების გასაღება

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღებისთვის დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა.

"ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა “ტეტრაჰიდროკანაბინოლის” შემცველი ნარკოტიული საშუალება."- წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები