მამუკა ბახტაძე

რატომ არ მოდის მინისტრი პარლამენტში - ბოკერია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართავს

პარლამენტი

"სამი კვირის წინ ვთხოვეთ თქვენ მინისტრს, რომ პასუხი გაეცა ჩვენთვის, როდის შეძლებდა მოსვლას. დღემდე კეთილი არ ინება და პასუხიც კი არ გაგვცა კითხვაზე "როდის გამონახავთ დროს?" ბევრი ვიფიქრეთ ჩვენც, რაში შეიძლება იყოს საქმე, არის სულ რამდენიმე ვარიანტი:

  1. პირველი ვარიანტი: თქვენ მინისტრს არ აღელვებს კანონის უზენაესობა, კანონზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, ფეხებზე კიდია კანონები
  2. მეორე ვარიანტი: კერძოდ პარლამენტთან მიმართებით არ აღელვებს კანონები და უნდა რომ ფეხებზე დაიკიდოს
  3. მესამე ვარიანტი: ოპოზიციის, კერძოდ კი ევროპული საქართველოს მიმართებით აქვს ეს დამოკიდებულება
  4. მეოთხე ვარიანტი - ისეთი დაკავებულია რომ წამი დრო არ აქვს", - ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას მიმართავს ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატები ითხოვდნენ ფინანსთა მინისტრს მოადგილისგან პასუხს, რატომ არ მოდის საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მაშინ როდესაც მას ამის ვალდებულება აქვს.  კანონის მიხედვით, პარლამენტის მოთხოვნის შემთხვევაში ყველა თანამდებობის პირი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში.

კომენტარები