საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის 12 კანდიდატი შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის 12 კანდიდატი შეარჩია.

პროცედურის თანახმად პარლამენტი 12 კანდიდატიდან 4 მეურვეს შეარჩევს.

14 კანდიდატიდან დავით კორახაშვილმა და ვლადიმერ ბოჟაძემ ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლეს.

გთავაზობთ კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს: 

1. მალხაზ ასლამაზაშვილი - რეჟისორი

2. ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი

3. დონარა შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი

4. ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი

5. იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი

6. ხატია ყურაშვილი - კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი

7. ზვიად დევდარიანი - სიდას ხელმძღვანელი

8. ბესო ლილუაშვილი - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი

9. ნათია სირაბიძე - აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე

10. ია მამალაძე - ჟურნალისტი

11. ნათია კობერიძე - ჟურნალისტი

12. ბაია პატარაია - საფარის ხელმძღვანელი

კანდიდატთა საბოლოო სიას საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს.

კომენტარები