დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ლავროვი: რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ ბრიტანელ დიპლომატებს გავაძევებთ

0 კომენტარი
ფოტო: polygraph.info

დიდი ბრიტანეთის მიერ სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო 23 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიას განუცხადა.

სერგეი ლავროვმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ბრალდებებს "სიგიჟე" უწოდა და ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობა უარყო. მისი თქმით ბრიტანეთის მთავრობის მიდგომა ამ საკითხისადმი ბრექსითთან დაკავშირებით არსებული პრობლემებით არის განპირობებული.

ლავროვს დიპლომატების გაძევების დრო არ დაუკონკრეტებია, თუმცა ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ ეს მალე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტს განუცხადა, რომ სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გააუქმებს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები