ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა

შსს: კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

"ამ წუთებში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ" - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

შსს-ს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.ჟ. ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჟ. ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო," - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას. 

კომენტარები