მოდა

დონატელა ვერსაჩე: ბეწვს აღარ გამოვიყენებ, არ მინდა ტანსაცმლისთვის ცხოველებს ვკლავდე

WWD.com

დონატელა ვერსაჩემ დაანონსა, რომ მოდის სახლი ვერსაჩე ტანსაცმლის შესაქმნელად ცხოველის ნატურალულ ბეწვს აღარ გამოიყენებს.

ვერსაჩეს თქმით, მას აღარ უნდა რომ ტანსაცმლის შექმნას ცხოველები ეწირებოდნენ.

"ბეწვი? მე მას აღარ გამოვიყენებ. არ მინდა ტანსაცმლის შესაქმნელად ცხოველებს ვკლავდე. ეს არ არის სწორი" - უთხრა იტალიელმა დიზაინერმა The Economist's 1843-ს.

ვერსაჩე არ არის პირველი ბრენდი, რომელმაც უარი თქვა ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე. მანამდე ეს გუჩიმ, ტომ ფორდმა, მაიკლ კორსმა და არმანიმ გააკეთეს.

კომენტარები