ყაჩაღობა

სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Getty Images

სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდენულმა სიღნაღში დანის მუქარით მაღაზიის დაყაჩაღება სცადა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში თ.ვ.- ს სასურსათო მაღაზიის წინ, დანით თავს დაესხა მაღაზიისგამყიდველს ე.ხ.-ს და მის შვილს - ა.ხ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობისგამოყენების მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო თანხის დაუფლება ვერ შეძლო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 აგვისტოს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში შ.ვ. პნევმატური თოფის გამოყენებით თ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა." - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა შ.ვ. 2017 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობისდაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 
 
 
 
 

კომენტარები