გვარამიას პატრიარქთან შეხვედრა

ნიკა გვარამია: მე არსად მითქვამს, რომ პატრიარქმა დამიბარა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ნიკა გვარამიამ, "რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს პატრიართან შეხვედრაზე ისაუბრა.

გვარამიას თქმით, მას არსად არ უთქვამს, რომ შეხვედრაზე პატრიარქმა დაიბარა. რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერენ, რომ პატრიარქათან შეხვედრა ნიკა გვარამიამ ითხოვა.

"მე არსად მითქვამს, რომ პატრიარქმა დამიბარა. ეს ერთგვარად საერთოდ სურვილი იყო. არავისთვის მითხოვია, რომ გინდა თუ არა უნდა მიმიღოთ. მზად ვარ ყოველთვის პატრიარქთან შესახვედრად. იყო შემთხვევები, როცა მე ვთხოვე შეხვედრა, იყო შემთხვევა, როცა მე მთხოვდნენ მისვლას. მე პატრიარქის მრევლი ვარ და მისი საპატრიარქოში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია" - თქვა ნიკა გვარამიამ.

დღეს გამოქვეყნებულ "შაბათის კურიერის" ანონსში, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობდა, რომ საქართველოს პატრიარქმა ნიკა გვარამია საპატრიარქოში დაიბარა.

15 მარტს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, საქართველოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. გვარამიას თქმით, მათ სხვა საკითხებთან ერთად, დეკანოზ მამალაძეზეც ისაუბრეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნიკა მაჭუტაძე

კომენტარები