საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ქართველ მორაგბეებს მატჩზე ჰიმნის შესრულების დროს მაისურზე "ტატუნაშვილი" ეწერათ

0 კომენტარი

საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დღეს რუმინეთის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ჰიმნის დროს მაისურებზე 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტი სამართალდამცავების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, გვარი ეწერათ. 

საქართველოს ნაკრების "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 

შერკინება:

1. ნარიაშვილი
2. მამუკაშვილი
3. ჩილაჩავა
4. ნემსაძე (კ)
5. ჭეიშვილი
6. თხილაიშვილი
7. კოლელიშვილი
8. ლომიძე

უკანა ხაზი:

9. ლობჟანიძე
10. ხმალაძე
12. კვესელაძე 
13. კაჭარავა
11. მათიაშვილი
14. სიჭინავა
15. კვირიკაშვილი

მარქაფა

16. ალხაზაშვილი
17. ასიეშვილი
18. მელიქიძე
19. სუთიაშვილი
20. გაჩეჩილაძე
21. აფრასიძე
22. მალაღურაზე
23. თოდუა

მატჩი რუმინეთის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 25:16 დასრულდა, რითიც "ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის" გამარჯვებული გახდნენ.  

2017 წელს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე ოკუპანტების ხელშია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პანჩო

კომენტარები