თავდასხმა რუსთავი 2-ზე

ე.წ ქართული მარშის წევრები გაბუნიას ხუმრობის გამო რუსთავი 2-ის ეზოში არ უშვებენ

0 კომენტარი

რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანს, გიორგი გაბუნიას ე.წ ქართული მარშის წევრები ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ. თუმცა, რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ გაბუნიამ ეზოში შესვლა შეძლო, თუმცა ე.წ ქართული მარშის წევრები ადგილზე რჩებიან და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. 

ქართული მარშის აგრესიის მიზეზი, სავარაუდოდ, გაბუნიას გუშინდელი მონოლოგია - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

"მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" - თქვა გიორგი გაბუნიამ სიუჟეტის წარდგენისას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები