რუსთავი 2

გვარამია: მინდა ბოდიში მოვუხადო მორწმუნეებს, გაბუნიას გამოეცხადა საყვედური

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ტელეკომპანიის ეზოსთან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფების ძალადობისა და პროტესტის შემდეგ, ყველა მორწმუნეს ბოდიშს უხდის.

"არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვიც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ. დღეს დილიდან რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იერო ქრისტე არ აირს მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური", - განაცხადა გვარამიამ.

ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას გუშინდელი მონოლოგს - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები