ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა

მსოფლიოს უკანასკნელი მამრობითი სქესის ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა მოკვდა

BBC.com

კენიაში, მსოფლიოში უკანასკნელი მამრობითი სქესის ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, სახელად სუდანი, 45 წლის ასაკში მოკვდა.

მარტორქა ხანდაზმულობის გამო ორშაბათს მოკვდა. ის კენიაში, ოი პეჯეტას ნაკრძალში ცხოვრობდა.

სუდანის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოში მისი სახეობის მხოლოდ ორი წარმომადგენელიღა დარჩა - მისი ქალიშვილი და შვილიშვილი. სახეობის გამრავლების ერთადერთ საშუალებად ინ ვიტრო განაყოფიერების გამოყენებაღა არის დარჩენილი.

2008 წელს, ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა გადაშენების პირას მყოფ ცხოველად გამოცხადდა.

კომენტარები