საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

საერთაშორისო ექსპერტები: გუდაურში ინციდენტი ოპერატორის შეცდომამ გამოიწვია

0 კომენტარი

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, გუდაურში საბაგიროზე მომხდარო ინციდენტი სისტემური გაუმართაობის ან მექანიკური დეფექტის ბრალი არ ყოფილა. როგორც კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა უგურ კარამანმა თქვა, ინციდენტი გამოიწვია ოპერატორის შეცდომამ. კარამანის პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაციას ეკონოსმიკის სამინისტრო ავრცელებს. 

„საძელეზე მომხდარი შემთხვევა არ უკავშირდება სისტემურ გაუმართაობას და მექანიკურ დეფექტს, ვინაიდან მოწყობილობა სისტემურად იყო გამართული. ძაბვის ვარდნის შემდეგ, ოპერატორმა არასწორი ქმედებები და ნაბიჯები განახორციელა, რამაც გამოიწვია სისტემის უკუსვლა და შესაბამისად, მოხდა ინციდენტი. მინდა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა დაშავებული მალე სრულად
გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა უგურ კარამანმა.

16 მარტს გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და უეცრად უკუსვლით მოძრაობა დაიწყო, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ეკონოსმიკის სამინისტრომ ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები ჩამოიყვანა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები