ოსვენციმის ტყვე პოლონელი გოგონას შავთეთრი ფოტოები ბრაზილიელმა არტისტმა მარინა ამარალმა გააფერადა.
14 წლის ჩესლავა კვოკას ეს ფოტოები თავის დროზე საკონცენტრაციო ბანაკის ფოტოგრაფმა ვილჰელმ ბრასემ გადაუღო.
თავად ფოტოგრაფი ერთერთი ინტერვიუში ყვება, რომ როდესაც გოგონა ბანაკში მიიყვანეს, ის ვერ ხვდებოდა, რას ეუბნებოდნენ. ამის გამო ერთერთმა ზედამხედველმა ქალმა სცემა: „ტიროდა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო. ფოტოს გადაღებამდე, ცრემლები შეიმშრალა და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა. მეგონა, თითქოს მე მირტყამდნენ, მაგრამ ჩარევა არ შემეძლო, მომკლავდნენ“.
გოგონა საკონცენტრაციო ბანაკში რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.